2023 წლის 25 ნოემბერს გამართული თბილისის III საერთაშორისო საოპერო Opera Crown კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ:
1-ლი პრიზი - ელმინა ჰასანი (საქართველო-აზერბაიჯანი), დააჯილდოვა კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსმა თამარ წულუკიძემ.
მე-2 პრიზი - ანა ფალავანდიშვილი (საქართველო), დააჯილდოვა ალ-მუთაფარრდას დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი აბდულაზიზ ჰასან ზაკრიმ.
მე-3 პრიზი - დინმუხამედ კოშკინბაევი (ყაზახეთი), დააჯილდოვა Gemuani-ს დამფუძნებელი არჩილ ჯალიაშვილმა.
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრიზი: ალიხან ზეინოლა (ყაზახეთი), თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.
ვულოცავ ყველა მონაწილეს გამორჩეული სპექტაკლებისა და ოპერის ხელოვნებისადმი გაწეული ღვაწლისთვის. თქვენი ნიჭი და შრომისმოყვარეობა ნამდვილად ჭთამბეჭდავია და ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს მომავალ წვლილს მუსიკის სამყაროში. განაგრძეთ ეს დიდი საქმე!